მიუსაფარ ბავშვებს სჭირდებათ შენი შემოწირულობა

თქვენი შემოწირულობით ყოველდღიურად 100-ზე მეტი ბავშვი იღებს საკვებს, განათლებას და მის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს.

დაეხმარე

კრებული - განათლება უკეთესი მშობლობისთვის

განათლება უკეთესი მშობლობისთვის - წიგნი რომელსაც ისურვებდით, თქვენს მშობლებსაც წაკითხული ჰქონოდათ.

გაიგე მეტი

სკოლები პანდემიის დროს 

პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

გაიგე მეტი
ისტორიები
გაეცანით საინტერესო ისტორიებს ჩვენ პროგრამებში ჩართული ადამიანების შესახებ
ლელას ისტორია - სოციალური მუშაობა, როგორც ახალი პროფესია

ლელა გოგოლაძე ერთ-ერთი აქტიური მონაწილე და სოციალური მუშაკია ბორჯომის მერიის მუნიციპალიტეტიდან, რომელმაც წარმატებით გაიარა ტრენინგები, რაც მას მოწყვლადი ბავშვების და ოჯახების საჭიროებების დადგენაში და მათთვის შესაბამისი სერვისების სრულფასოვნად გაწევაში ეხმარება.  „ყოველთვის მსურდა ისეთი ოჯახების და ბავშვების დახმარება, რომლებსაც არ ჰყავთ მხარდამჭერი გარემო, არ არიან ინტეგრირებული თემში და სჭირდებათ გაძლიერება. ეს არის პროფესია, რომელიც ხელს უწყობს ინდივიდების, საზოგადოების და სხვადასხვა ჯგუფის სოციალური ფუნქციონირების ამაღლებას; მათ რეალიზებას; საჭიროებების დაკმაყოფილებას; მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების გაძლიერებას, რათა სწორად წარიმართოს პატარების ბიო-ფსიქო-სოციალური განვითარება“, - ამბობს ლელა.


 

ბოლო სიახლე
გაიგეთ ყველაფერი პირველმა
26 მარტი
World Vision საქართველოსა და პატრნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით თავშესაფრის მაძიებელი და ლტოლვილი ბავშვები საჯარო სკოლებში ქართულ ენას შეისწავლიან

2024 წლის 26 მარტს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა (TPDC) და დონორ ორგანიზაციებს - საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის
წარმომადგენლობას (UNHCR), World Vision საქართველოს ფონდსა და გუდავაძე პატარკაციშვილის ფონდს შორის. მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს თავშესაფრის მაძიებელ და ლტოლვილ სკოლის მოსწავლეებს, საჯარო სკოლებში ქართული ენის შესასწავლად მიიღონ დახმარება.

ვრცლად
25 მარტი
ავსტრიის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი ჩვენი ერთობლივი პროექტების შედეგებს გაეცნო

ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ხელმძღვანელი საქართველოში ალექსანდრე კარნერი World Vision საქართველოს ოფისს ესტუმრა მიმდინარე პროგრამების შედეგების გასაცნობად. World Vision აქტიურად მუშაობს ბავშვთა დაცვისა და ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების მიზნით და სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

ვრცლად
19 თებერვალი
შეფასების ანგარიში - საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილების სამომავლო გეგმები და პერსპექტივები

გიზიარებთ,  World Vision-ისა და UNHCR-ის ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებულ რიგით მესამე შეფასების ანგარიშს, რომელიც მოიცავს უკრაინიდან ლტოლვილების ძირითადი საჭიროებებს და პრიორიტეტებს, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მიგნებებს რაც აუცილებელია სამომავლო ინტერვენციების განსახორციელებლად.

ვრცლად
სტატისტიკა
ჩვენი საქმიანობების მიმდინარე სტატისტიკა
6000
ბენეფიციარი ბავშვი
4
დღისა და ღამის თავშესაფარი
1000
გადამზადებული აღმზრდელი
2000
გადამზადებული მშობელი
ანგარიშები
იხილეთ ბოლო ანგარიშები
ანგარიშები

გაეცანით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული საქმიანობებს შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჩვენს ანგარიშებში.

ვრცლად